მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გერმანიის კანცლერს ტელეფონით ესაუბრა

6239b7a8c06bc
მარიამ იზორია
22.03.22 15:45
1123

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საუბრის მთავარი თემები ევროკავშირში გაწევრიანებაზე საქართველოს მიერ წარდგენილი განაცხადი და უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები იყო.ინფორმაციას პრემიერის აპარატი ავრცელებს.

"ხაზი გაესვა საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორობას სხვადასხვა სფეროში, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს - საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას ეფუძნება.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გერმანიის როლს აფასებს და ევროკავშირში გაწევრიანებაზე საქართველოს მიერ წარდგენილი განაცხადის განხილვის პროცესში გერმანიის მტკიცე მხარდაჭერის იმედი აქვს.

მხარეებმა ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებსა და შედეგად აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში გაუარესებულ უსაფრთხოების გარემოზე. ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საერთაშორისო თანამეგობრობისა და მსოფლიო ლიდერების ერთობლივი ძალისხმევის აუცილებლობას, რათა ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს",- ნათქვამია განცხადებაში.

მიხარია, რომ ნაყოფიერი საუბარი შედგა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერთან, - ამის შესახებ კი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სოციალურ ქსელ “ტვიტერში“ დაწერა.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები