მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველოს რკინიგზა მე-20 საუკუნეში ჩარჩა“ - ვახტანგ ალანია

63b6ee0530e5b
ალა ისპირიანი
05.01.23 19:35
1736
„საქართველოს რკინიგზა მე-20 საუკუნეში ჩარჩა და დღევანდელ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს,“ - ამის შესახებ გადამზიდავი კომპანია "სოფმარის“ დირექტორმა ვახტანგ ალანიამ განაცხადა.

როგორც მან გადაცემა „საქმის კურსში“ თქვა, მიუხედავად იმისა, რომ 2022 წლის დასაწყისში არსებულ ვითარებასთან შედარებით, წლის ბოლოს მდგომარეობა გამოსწორდა, ტვირთების მიწოდება და გაყვანა მაინც ფერხდება.

„სარკინიგზო გადაზიდვების მიმართულებით პრობლემებია და ჯერჯერობით რამე სიკეთესაც ვერ ვხედავ. მაგალითად, ფოთის საკვანძო სადგურში ადრე ხუთი თბომავალი მუშაობდა. დღეს, სამწუხაროდ, მხოლოდ ორი მუშაობს. ბუნებრივია, რკინიგზა ვაგონების მიწოდება/გაყვანას ვერ უზრუნველყოფს და ხდება შეფერხება. ფოთის რკინიგზის სადგური გადატვირთულია, ვერ აწვდის დატვირთულ ვაგონებს, ვერ გამოჰყავს ცარიელი ვაგონები ნავსადგურიდან და მთლიანად ფერხდება. იგივე ხდება სამტრედიასა და სხვა საკვანძო სადგურებში. საქართველოს რკინიგზა, სამწუხაროდ, მეოცე საუკუნეში დარჩა და დღევანდელ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. 

რაც შეეხება სახმელეთო გადაზიდვებს, მასში ნავსადგურიც შედის და იგი გაცილებით კარგად მუშაობს, მაგრამ აქაც კვლავ არის პირველი, მეორე, მესამე და მეექვსე ნავსადგურების პრობლემა. მათი არც შეკეთება ხდება და ამ ნავმისადგომთან რთულად დგას საკითხი. წლის დასაწყისში, გაზრდილ ტვირთნაკადს ინფრასტრუქტურულად მომზადებული ვერ დავხვდით, ახლა სიტუაცია ცოტა გამოკეთდა,“ - ამბობს კომპანია "სოფმარის“ დირექტორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები