სს „საქართველოს რკინიგზამ“ გამოაცხადა ტენდერი რკინა-ბეტონის შპალების შესყიდვაზე, რომლის სავარაუდო ღირებულება 32 მილიონ ლარს აღემატება. ტენდერის თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ შპალების 24 თვის განმავლობაში მიწოდება უნდა უზრუნველყოს.
ტექნიკური დოკუმენტაციის თანახმად ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ იმ კომპანიებს, რომლებიც აკმაყოფილებენ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. პრეტენდენტებმა უნდა წარადგინონ საჭირო დოკუმენტაცია, მათ შორის წარმოების ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატები და მინიმუმ ორი სარკინიგზო კომპანიის რეკომენდაცია. ასევე, აუცილებელია საბანკო გარანტიის წარდგენა.
ტენდერის ფარგლებში სულ 124,000 შპალის შეძენა იგეგმება, შესაბამისად ერთი შპალის სავარაუდო ღირებულება 259 ლარს შეადგენს. კომპანიებს ტენდერში მონაწილეობა 13 მარტამდე შეეძლებათ.