მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს რომელ რეგიონში აშენდა ყველაზე მეტი ჰესი 2013-2020 წლებში?

604bac5902566
თელარა გელანტია
14.03.21 20:00
2218
2013-2020 წლებში საქართველოში ექსპლუატაციაში 38 ჰიდროელექტროსადგური შევიდა. როგორც bm.ge-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, 38 ჰიდროელექტროსადგურმა ენერგეტიკის დარგში 1.3 მლრდ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა.

რაც შეეხება ჰესების რუკას ანუ საქართველოს რომელ რეგიონებში აშენდა ყველაზე მეტი ჰიდროელექტროსადგური ბოლო წლებში, სტატისტიკა ასე გამოიყურება:

მცხეთა-მთიანეთი - 8
გურია - 3
რაჭა-ლეჩხუმი - 4
კახეთი - 6
სამეგრელო-ზემო სვანეთი - 6
ბოლნისის მუნიციპალიტეტი - 1
ქვემო ქართლი - 3
შიდა ქართლი - 1
აფხაზეთი - 1
აჭარა - 5.

ამასთან, ეკონომიკის სამინისტროში bm.ge-ის განუცხადეს, რომ 2020 წელს კიდევ 3 ჰიდროელექტროსადგური უნდა შესულიყო ექსპლუატაციაში, მაგრამ პანდემიიდან გამომდინარე ამოქმედების ვადებმა 2021 წლის პირველ ნახევრამდე გადაიწია. სამივე მცირე სიმძლავრის ჰესია: „თბილისის ზღვის ჰესი“, „ხრამი ჰესი“ და „დვირულა ჰესი“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები