მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს საავიაციო ბაზრის ლიდერი ავიაკომპანიების რეიტინგი

639195b127c8f
მარიამ ვარადაშვილი
08.12.22 11:52
1976
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბრის ჩათვლით საქართველოს საავიაციო ბაზარზე გადაყვანილი მგზავრების მიხედვით Wizz air და Turkish Airlines ლიდერობენ. ამ ორ ავიაკომპანიას ბაზრის მეოთხედზე მეტი უკავიათ.

აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო Wizz air Group-ში შემავალ Wizz air უნგრეთსა და Wizz air აბუდაბის ცალცალკე თვლის.

ერთადერთ სამგზავრო ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways-ის ბაზრის 3% უკავია. ათი თვის მონაცემებით გადაყვანილი მგზავრების მიხედვით შემდეგი ავიაკომპანიები ლიდერებენ:

Wizz air უნგრეთი - 469 222 (13%)
Turkish Airlines - 456 802 (13%)
Pegasus - 333 056 (9%)
Belavia - 207 451 (6%)
Flydubai - 190 962 (5%)
Israir Airlines - 172 723 (5%)
Azerbaijan Airways - 167 595 (5%)
Flynas - 156 283 (4%)
Flyarystan - 124 487 (3%)
Georgian Airways - 112 616 (3%).

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები