მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს საფონდო ბირჟაზე 30 ივლისამდე "ლიბერთი ბანკის" აქციებით ვაჭრობა შეჩერდება

ბანკი

საქართველოს საფონდო ბირჟის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, 2024 წლის 29 მაისიდან 30 ივლისამდე "ლიბერთი ბანკის" აქციებით ვაჭრობა შეჩერდება. განცხადების მიხედვით, შეჩერება გამოიწვია "ლიბერთი ბანკის" მიერ თავისუფალი ბრუნვის კოეფიციენტის მაჩვენებლის შეუსრულებლობამ.

საქართველოს საფონდო ბირჟის განცხადება:

"გაცნობებთ, რომ სს „ლიბერთი ბანკის“ (ს/ნ 203828304) მიერ „საქართველოს საფონდო ბირჟაზე“ ფასიანი ქაღალდების სავაჭრო სისტემასა და ლისტინგში დაშვების შესახებ“ დებულების (შემდგომში - დებულება) დანართი N1-ით განსაზღვრული პირობის - თავისუფალი ბრუნვის კოეფიციენტის მაჩვენებლის შეუსრულებლობის გამო, დებულების 6.3.2. პუნქტის საფუძველზე დროებით შეჩერდა სს „ლიბერთი ბანკის“ აქციების ლისტინგი მიმდინარე წლის 29 მაისიდან 30 ივლისამდე,"- ნათქვამია საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

საფონდო ბირჟის თანახმად, ლიბერთი ბანკის ერთი აქცია 2.5 თეთრი ღირს, ხოლო ბირჟაზე ბანკის საბაზრო კაპიტალიზაცია 112,242,073 ლარს შეადგენს.

საქართველოს საფონდო ბირჟის ფინანსური დირექტორის, ნინო ქურდიანის განმარტებით, აქციების ვაჭრობის 2-თვიანი შეჩერება განაპირობა ფაქტმა, რომ "ლიბერთი ბანკის" მიერ წარდგენილი უკანასკნელი ფინანსური მაჩვენებლებიდან ცნობილი გახდა, რომ ბანკის მაკონტროლებელი აქციონერების ხელში იმყოფებოდა აქციათა 95%-ზე მაღალი პაკეტი, რაც ბირჟის წესების მიმართ შეუსაბამობას წარმოადგენს, რადგანაც იმისთვის, რათა კომპანია ბირჟაზე ივაჭრებოდეს მისი აქციების 5%-ზე მეტი უნდა იყოს არამაკონტროლებელი აქციონერების ხელში. შესაბამისად, "ლიბერთი ბანკი" ამ 5%-იან მაჩვენებელს ჩამოსცდა, რისი შეცვლისთვისაც ბანკს სტანდარტულად 2-თვიანი ვადა მიეცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები