მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს საგარეო პოლიტიკა და ხედვა პრაქტიკულად არ არსებობს, რადგან "ოცნების" რესურსი შიდა კონტროლის გაძლიერებას ხმარდება - ნატა საბანაძე

ნატა საბანაძე

საქართველოს საგარეო პოლიტიკა და ქვეყნის განვითარების ხედვა პრაქტიკულად არ არსებობს, რადგან „ქართული ოცნების“ მთელი რესურსი შიდა კონტროლის გაძლიერებას ხმარდება, - ამის შესახებ ევროკავშირში საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი ნატა საბანაძე BMGTV-ის გადაცემაში „ანალიტიკა“ აცხადებს.

საბანაძის შეფასებით, საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა, რეგიონში არსებული კონფლიქტები და სტრატეგიული შესაძლებლობები ადრე ქვეყანას შესაძლებლობას აძლევდა მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ როლში ყოფილიყო, თუმცა ახლა საქართველო შიდა წინააღმდეგობის მოსპობასა და პოლიტიკური ლეგიტიმაციის განმტკიცებაზეა ფოკუსირებული.

„ვიტყოდი, რომ გვიანი საბჭოთა პერიოდიც კი საქართველოში არ იყო ასეთი სულთამხუთავი. ამავე დროს, სანამ მთელი ეს ენერგია მიდის შიდა „მტრების“ მოსპობაზე, მსოფლიოში მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება, საქართველო კი მათგან ჩამოშორებულია და ქმედებების ავტონომიას კარგავს“, - აღნიშნა საბანაძემ.

მისივე თქმით, "ოცნების" ხელისუფლების მიერ მიღებული ბოლო კანონები კიდევ უფრო შლის ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეს და ქვეყანაში პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას ამცირებს. რაზედაც, ევროკავშირში საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ეს კიდევ უფრო გაართულებს სიტუაციას: "ჩვენ არ ვქმნით სურათს, არ გვაქვს გავლენა იმ მოვლენებზე, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს და საბოლოო ჯამში გავხდებით შედეგების მიმღები. ეს არის მიზანმიმართული არჩევანი, რომელშიც „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანა ჩააყენა", - თქვა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები