მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს საგარეო უწყება სომხეთ-აზერბაიჯანს შორის შეთანხმებაზე განცხადებას ავრცელებს

5faa6f0b72737
BM.GE
10.11.20 14:45
924
"საქართველო გამოთქვამს იმედს, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიღწეული შეთანხმება ცეცხლის სრულმასშტაბიანი შეწყვეტის თაობაზე ხელს შეუწყობს კონფლიქტის მოგვარების სრულმასშტაბიან პროცესს“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„საქართველო გამოთქვამს იმედს, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიღწეული შეთანხმება ცეცხლის სრულმასშტაბიანი შეწყვეტის თაობაზე ხელს შეუწყობს კონფლიქტის მოგვარების სრულმასშტაბიან პროცესს.

საქართველო მხარს უჭერს დიალოგს ორ მხარეს შორის. ამასთან, გამოვთქვამთ მზადყოფნას ხელი შევუწყოთ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად სამშვიდობო პროცესის განხორციელებას.

დარწმუნებული ვართ, რომ საერთაშორისო საზოგადოების აქტიური ძალისხმევა და მრავალმხრივი საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედება შედეგს გამოიღებს გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად, რაც ახალ შესაძლებლობებს გააჩენს მთლიანად რეგიონისთვის“, - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

ცნობისთვის: 10 ნოემბერს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, აზერბაიჯანის პრეზიენტმა ილჰამ ალიევმა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის და რუსული სამშვიდო კონტინგენტის განლაგების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. შეთანხმების შესახებ განცხადების გაკეთების შემდეგ სომხეთში პოლიტიკური ვითარება უკიდურესად დაიძაბა, ქუჩაში გამოსულმა ათასობით ადამიანმა სახელმწიფო სტრუქტურების აღება სცადა, მათი ნაწილი პარლამენტსა და მთავრობის ადმინისტრაციაში შეიჭრა. დემონსტრანტები ფიზიკურად გაუსწორდნენ ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები