მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს საგარეო ვალში დოლარის წილი 30%-ს ჩამოსცდა - ფინანსთა სამინისტრო

დოლარი

საქართველოს საგარეო ვალში დოლარის წილი 30%-ს ჩამოსცდა, ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ვალის მართვის სტრატეგიაში არის აღნიშნული. ბოლო რვა წლის განმავლობაში საგარეო ვალში დოლარის წილი 51%-დან 29%-მდე შემცირდა. სანაცვლოდ კი 34%-დან 65%-მდე გაიზარდა ევროში დენომინირებული ვალის წილი.

საქართველოს მთლიანი საგარეო ვალის მოცულობა 8.5 მილიარდ დოლარს შეადგენს, საიდანაც აშშ დოლარში ნომინირებულია 2.5 მილიარდი დოლარის ვალი, რაც პორტფელის 29.2%-ს შეადგენს. ევროში ნომინირებული ვალის მოცულობა კი 5.5 მილიარდი დოლარი (5 მილიარდი ევროა).

მთავრობის ვალის 2.7% ნომინირებულია იაპონურ იენში, 1.8% ჩინურ იუანში, 1.1% კი ბრიტანულ გირვანქა სტერლინგში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები