მიმდინარე წელს, „ქართული ოცნების“ მთავრობა უცხოეთიდან 600 მლნ ლარის ბიუჯეტის მხარდამჭერ კრედიტებს ელის, 8 თვეში სახელმწიფო ბიუჯეტში ₾74 მლნ ჩამოირიცხა.
ფინანსთა სამინისტროს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 8 თვის ანგარიშიდან ირკვევა, რომ შესაბამისად, შესრულება წლიური გეგმის მიმართ 12.4%-ია, ხოლო 9 თვის გეგმის (300 მლნ ლარი) მიმართ - 24.7%.
აღსანიშნავია, რომ „ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტები“ ნაწილია 1,825,850,000 ლარის საგარეო ვალის, რომლის სესხებაც წელს მთავრობას აქვს დაგეგმილი.
საგარეო ვალი შედგება საინვესტიციო გრძელვადიანი შეღავათიანი კრედიტებისგან და ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტებისგან. გრძელვადიანი შეღავათიანი კრედიტების გეგმა განსაზღვრულია 1,225,850,000 ლარით, საიდანაც ბიუჯეტმა მიმდინარე წლის რვა თვეში 472 მილიონი ლარი მიიღო, რაც 9 თვის გეგმის 57.6%-ია.




























