მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს საქმიან ტურისტულ მიმართულებას საფრანგეთში გაეცნენ - რამდენი ვიზიტი შესრულდა საფრანგეთიდან 2024 წელს?

ტურიზმი
19.03.25 10:42
447

საფრანგეთში, პარიზში საერთაშორისო ფორუმზე Pure Meetings and Events-ზე საქართველოს საქმიანი ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც საერთაშორისო კომპანიები გაეცნენ. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ღონისძიების ფარგლებში, ფორუმზე B2B შეხვედრები შედგა ფრანგული კომპანიების, ასოციაციებისა და სააგენტოების წარმომადგენლებთან.

„უცხოური კომპანიები დაინტერესდნენ საქართველოში მსხვილი საერთაშორისო კონფერენციების, ფორუმებისა და კონგრესების გამართვით და მსხვილი ღონისძიებებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურით“, - ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Pure Meetings and Events მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, წელიწადში ორჯერ ტარდება.

ფორუმს 100-ზე მეტი დანიშნულების მართვის ორგანიზაცია, სასტუმრო, სხვადასხვა ქვეყნის საკონვენციო ბიურო, ტურიზმის საბჭო, ავიაკომპანია და შეხვედრების ინდუსტრიის სხვა წარმომადგენელი ესწრება.

ცნობისთვის, 2024 წელს საფრანგეთიდან საქართველოში 28 302 ვიზიტი შესრულდა, აღემატება როგორც გასული წლის [23 555 ვიზიტი] ასევე პანდემიური - 2019 წლის [27 952 ვიზიტი] მაჩვენებელს. საფრანგეთი შესრულებული ვიზიტების მხრივ უმსხვილესი ქვეყნების რეიტინგში ვერ მოხვდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები