მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს ისრაელში გაეცნენ - როგორია სტატისტიკა?

6385dbe888dd9
ვიქტორია მღებრიშვილი
29.11.22 14:32
434
ისრაელში პრეზენტაცია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ ისრაელის უმსხვილეს ავიაკომპანიებსა და ტუროპერატორებს საქართველოში საქმიანი ტურიზმის პერსპექტივები გააცნო. ადმინისტრაციის ცნობით, პრეზენტაციას ისრაელის ბიზნესსექტორისა და ადგილობრივი მედიის 100-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო. ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს უფროსმა ლევან ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ღონისძიების მთავარი მიზანი საერთაშორისო ბაზარზე საქართველოს ცნობადობის ამაღლება და ბიზნეს აქტივობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება იყო.

„ჩვენი მიზანია მოვიზიდოთ უფრო მეტი ბიზნეს მოგზაური ისრაელიდან საქართველოში, ისინი როგორც იცით საკმაოდ მაღალმხარჯველი ვიზიტორები არიან“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

საქართველოს ელჩმა ისრაელში ლაშა ჟვანიამ კი აღნიშნა, რომ ისრაელელი ტურისტული კომპანიების მხრიდან ინტერესი მაღალია.

როგორია ისრაელიდან საქართველოში ტურისტების შემოდინების ტენდენცია - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ოფიციალური მონაცემებიც მიხედვით, მიმდინარე წელს ქვეყანაში ისრაელიდან ვიზიტების რაოდენობა დადებითი დინამიკით ხასიათდება.

10 თვის მონაცემებით, ქვეყანაში ისრაელელი ვიზიტორების მიერ 179 197 ვიზიტი შესრულდა, რაც გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით 125.9%-ით მეტია.

უნდა აღინიშნოს, რომ პანდემიურ - 2020 წელს ისრაელიდან 25 440 ვიზიტი შესრულდა, ხოლო 2021 წელს - 79 326.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები