მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს სავაჭრო ბრუნვაში იმპორტს 70.4% უკავია - TOP-10 საიმპორტო ქვეყანა

63a176a11377c
ვიქტორია მღებრიშვილი
20.12.22 23:55
651
საქართველოს 17 მლრდ დოლარიან სავაჭრო ბრუნვაში იანვარ-ნოემბერის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ძირითადი წილი იმპორტს უკავია და ეს მაჩვენებელი 70.4%-ს შეადგენს. ქვეყნიდან სხვადასხვა დასახელების საქონლის შესაძენად 11 თვეში 11.981 მლრდ დოლარი გავიდა. შესაბამისად იმპორტი ამ პერიოდში 32.4%-ით გაიზარდა.

უმსხვილეს საიმპორტო სასაქონლო ჯგუფებს შორის კი ამ პერიოდში ყველაზე მეტად ნავთობის და ნავთობპროდუქტების, მსუბუქი ავტომობილების და ნახშირბადიანი ფოლადის წნელების იმპორტი გაიზარდა. სატვირთო ავტომობილების იმპორტი კი შემცირდა.

რაც შეეხება ქვეყნებს, საიდანაც საქართველოში პროდუქტს ყველაზე დიდი რაოდენობებით ყიდულობს, გასული 11 თვის მიხედვით, ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილი მთლიან იმპორტში 67.3% იყო და პირველ სამეულს თურქეთი (2 143.2 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 607.8 მლნ დოლარი) და ჩინეთი (1 017.7 მლნ დოლარი) წარმოადგენდნენ. ამ ქვეყნებიდან შეძენილი საქონლის ღირებულება 1 მლრდ დოლარს აღემატებოდა. უნდა აღინიშნოს, რომ საანგარიშო პერიოდში იმპორტის მაჩვენებელი ყველაზე მეტად რუსეთიდან და რუმინეთიდან გაიზარდა.

TOP-10 საიმპორტო ქვეყანა:

1. თურქეთი - 2.1 მლრდ დოლარი, ზრდა - 33.3%;
2. რუსეთი - 1.6 მლრდ დოლარი, ზრდა - 73.1%;
3. ჩინეთი - 1 მლრდ დოლარი, ზრდა - 28.7%;
4. აშშ - 821 მლნ დოლარი, ზრდა - 28.7%;
5. გერმანია - 574.4 მლნ დოლარი, ზრდა - 32.9%;
6. აზერბაიჯანი - 572.9 მლნ დოლარი, ზრდა - 12.1%;
7. სომხეთი - 548.1 მლნ დოლარი, ზრდა - 42.2%;
8. რუმინეთი - 265.6 მლნ დოლარი, ზრდა - 72.1%;
9. იაპონია - 260.9 მლნ დოლარი, ზრდა - 48.1%;
10. იტალია - 250.2 მლნ დოლარი, ზრდა - 10.5%.

დანარჩენი ქვეყნებიდან იმპორტი კი 20.4%-ით 3.9 მლრდ დოლარამდე გაიზარდა.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები