მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ მუხლი ემატება

643ed0bee60f0
BM.GE
18.04.23 21:34
1101
პარლამენტმა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ შესატანი ცვლილება პირველი მოსმენით განიხილა. კერძოდ, კოდექსს ემატება მუხლი, რომლითაც დგინდება ბათუმის მუნიციპალიტეტში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების დროებითი წესი.

ინფორმაციას, საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, რესან კონცელიძის განმარტებით, კანონპროექტის მიღებით, შესაძლებელი გახდება იმ მშენებლობა დამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღება, რომელთა მშენებლობა სანებართვო პირობების დარღვევითაა წარმოებული ან მიეკუთვნება უნებართვო მშენებლობებს.

მისივე თქმით, ცვლილება შეეხება იმ შენობებს, რომლებიც დასრულებული იყო 2022 წლის 26 სექტემბრის მდგომარეობით, როდესაც ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მთელი ტერიტორიის აეროგადაღება განხორციელდა მაღალი გარჩევადობის ფორმატით.

კანონპროექტის ავტორების აზრით, კანონის მიღებით ობიექტის მესაკუთრეებს მიეცემათ საშუალება დაირეგისტრირონ და კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად განავითარონ თავიანთი საკუთრება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები