მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს თავდაცვის ხარჯები მშპ-სთან მიმართებით 2013 წელთან შედარებით შემცირებულია

თავდაცვა თავდაცვის სამინისტრო

სახელმწიფო ბიუჯეტიდან თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება ყოველწლიურად ერთ მილიარდ ლარზე მეტია. თუმცა, ბოლო 10 წლის განმავლობაში ამ უწყების დაფინანსება სხვა სამინისტროების დაფინანსების ტემპთან შედარებით უფრო ნაკლებად გაიზარდა. თუკი მთლიანად მთავრობის დაფინანსება ბოლო 10 წელში 186%-ით გაიზარდა, უშუალოდ თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი მხოლოდ 108%-ითაა გაზრდილი.

შედეგად, შეიქმნა ვითარება, როდესაც მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით საქართველოს თავდაცვის ხარჯები მცირდება. თუკი, 2013 წელს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი შეადგენდა 661 მილიონ ლარს, ამავე წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზომა 28.6 მილიარდი ლარი იყო, შესაბამისად, თავდაცვის ხარჯების წილი მთლიანი შიდა პროდუქტის 2.3%-ს შეადგენდა.

თუმცა, უკვე 2024 წლის მდგომარეობით, თავდაცვის სამინისტროს ხარჯები 1.38 მილიარდი ლარია, რაც 2024 წლის მოსალოდნელი მთლიანი შიდა პროდუქტის 86 მილიარდი ლარის 1.6%-ია. იმ შემთხვევაში, თუკი თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება მშპ-ის 2% იქნებოდა, მაშინ ამ უწყების დაფინანსება 1.71 მილიარდი ლარი უნდა ყოფილიყო.

თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი
Infogram

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები