მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს თხილის ექსპორტი 62%-ით $146 მილიონამდე გაიზარდა - რომელ ქვეყნებში ვყიდით

თხილი

საქსტატის თანახმად, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან უცხოეთში სულ 146 მილიონი დოლარის ღირებულების თხილის ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 62%-ით მეტია. ამასთან, საქსტატის თანახმად, საქართველოდან სულ ექსპორტირებულია 16.9 ათასი ტონა თხილი, ხოლო კგ-ზე საშუალო ფასი 8.66 დოლარია, შედარებისთვის წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტის საშუალო ფასი კგ-ზე 6 დოლარს შეადგენდა.

ქვეყნების მიხედვით, ყველაზე მეტი 28 მილიონი დოლარის ღირებულების თხილი საქართველომ ექსპორტზე იტალიაში გაიტანა. მეორე ადგილს 20 მილიონი დოლარით ესპანეთი იკავებს, მესამე პოზიციაზე კი გერმანიაა 11 მილიონი დოლარით.

ასევე მნიშვნელოვანია გარემოება, რომ საქართველოდან თხილის ექსპორტი 1,876%-ით, $7 მილიონამდე გაიზარდა სირიაში, რაც სირიასთან სავაჭრო ეკონომიკური კავშირების აღდგენასა და გააქტიურებაზე მეტყველებს.

# ქვეყნები მლნ დოლარი ტონა ზრდა/კლება წინა წელთან
1 იტალია $27.9 3,470 97%
2 ესპანეთი $19.8 1,950 57%
3 გერმანია $11.1 1,095 35%
4 საფრანგეთი $10.2 1,047 83%
5 სირია $7.0 646 1876%
6 რუსეთი $6.8 1,143 59%
7 საბერძნეთი $5.7 521 1040%
8 ჩეხეთი $5.2 500 66%
9 ისრაელი $5.1 548 77%
10 თურქეთი $4.5 563 118%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები