მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ტურისტულ ბრენდინგს მკაფიო გზავნილები აკლია... კალეიდოსკოპი ვართ - ვიკა შარია

ვიკა შარია

საქმიანი ტურიზმის სააგენტო „ოდა დიემსის” დამფუძნებელი ვიკა შარია მიიჩნევს, რომ საქართველოს ტურისტულ ბრენდინგს მკაფიო გზავნილები აკლია.

საქართველოს ტურიზმის მარკეტინგის გენერალურ სტრატეგიაზე მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ისაუბრა.

"ჩვენ პირველ რიგში, ის უნდა ვთქვათ, რომ ჩვენთან ომი არ არის. ჩვენ არ ვესაზღვრებით უკრაინას. ჩვენ ვართ უსაფრთხო ქვეყანა...

მესიჯები გვაქვს, მაგრამ მკაფიო გზავნილები გვაკლია - საოჯახო ტურიზმის ქვეყანა ვართ? ბალნეოლოგიური ტურიზმი ვართ? გასტროტურიზმი ვართ? სათავგადასავლო ტურიზმი ვართ თუ ვინ ვართ, რა ვართ? მიქსი ვართ?! ჩვეულებრივი კალეიდოსკოპი ვართ... შედეგად, ცოტა ქაოსი აქვს ყველას თავში, ჩვენებსაც და ჩამოსულ სტუმრებსაც“, - ამბობს ვიკა შარია.

მისი თქმით, პრესტურების მოწყობა და საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა კარგია, მაგრამ „ცოტა ძველმოდურია“.

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მუშაობს, რაღაცებს აკეთებენ - პრესტურები ტარდება, გამოფენებზეც დადიან. მეც დავდივარ ამ გამოფენებზე ვიზიტორის სტატუსით. იბეჭდება უამრავი მასალა, მაგრამ არავინ იყენებს ამ ბეჭდურ მასალას უკვე, ცოტა ძველმოდურია. QR კოდები დანერგონ. გაციფრულდა მთელი მსოფლიო და ჩვენც უნდა გავციფრულდეთ. მწვანე ტურიზმზე უნდა გადავერთოთ - გამოფენების შემდეგ, ამდენი ბუკლეტის გადაყრა სირცხვილია, უხერხულია“, - განაცხადა ვიკა შარიამ.

ვიკა შარია ამბობს, რომ ამ თემებზე როგორც კერძო სექტორის წარმომადგენელს, ტურიზმის ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია ნაკლებად აქვს, რადგან მიხვდა, რომ „აზრი არ აქვს“.

„მე მივხვდი, რომ ჩემი გზა უნდა გავიარო“, - დასძინა მან.

რაც შეეხება ზოგადად გამოწვევებს ტურიზმის სექტორში, ვიკა შარიას აზრით, „წერტილი უნდა დავუსვათ უხარისხო მუშაობას და ქაოსს ინდუსტრიაში“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები