მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს ზეთის იმპორტი გაუძვირდა - სად/რამდენს ვყიდულობთ?

მზესუმზირის ზეთი

მიმდინარე წლის 8 თვეში საქართველომ 35.1 მლნ აშშ დოლარის 25 769 ტონა მზესუმზირის ზეთი იყიდა. ღირებულებით გამოსახულებაში იმპორტი 20%-ით არის გაზრდილი, მაშინ როდესაც შესყიდული მოცულობა წლის ჭრილში 9.3%-ით შემცირდა. ეს მიუთითებს რომ ქვეყანას იმპორტი გაუძვირდა.

ოფიციალური სტატისტიკით, ზეთის მთავარი მომწოდებელი რუსეთია, საიდანაც მთლიანი მოცულობის 79% შემოვიდა. აღსანიშნავია, რომ სექტემბრიდან რუსეთმა ზეთის ექსპორტის დაბეგვრა განაახლა, რაც ნიშნავს, რომ რუსული ზეთის შეძენა სხვა ქვეყნებისთვის კიდევ უფრო გაძვირდა.

2025 წლის 8 თვის სტატისტიკით, საქართველოსთვის ზეთის მომწოდებელი ძირითადი ქვეყნების ჩამონათვალი ასეთია:

  1. რუსეთი - $27.4 მლნ, 20 388 ტონა;
  2. უკრაინა - $4.4 მლნ, 2 851 ტონა;
  3. არაბთა გაერთიანებული საამიროები - $1.3 მლნ, 1 293 ტონა;
  4. აზერბაიჯანი - $1.3 მლნ, 878 ტონა;
  5. უნგრეთი - $549.4 ათასი, 251 ტონა.

შედარებით მცირე, 100 ტონაზე ნაკლები ზეთი შემოვიდა ასევე თურქეთიდან და იტალიიდან.

ცნობისთვის, 2024 წელს საქართველომ 52 მილიონ 621 ათასი დოლარის ღირებულების 47 830 ტონა ზეთი შეიძინა. იმპორტის ღირებულება წლიურად 14,6%-ით, ხოლო იმპორტირებული პროდუქტის მოცულობა 11.5%-ით გაიზარდა. რაც იმას ნიშნავს, რომ 2024 წელს ზეთის იმპორტი გაძვირდა. ზეთის იმპორტში რუსეთის წილი 84.7% იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები