საქართველოსა და სომხეთის მთავრობებს შორის ინტენსიური კომუნიკაციაა,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას.
მათი ცნობით, რამდენიმე დღის წინ შედგა პრემიერ-მინისტრების გიორგი გახარიასა და ნიკოლ ფაშინიანის სატელეფონო საუბარი.
“ კომუნიკაცია ასევე ხორციელდება ცალკეული მინისტრების დონეზეც.
დღეს, საქართველოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ინფორმაცია გაცვალეს COVID-19-ის პანდემიის მხრივ ქვეყნებში არსებულ მდგომარეობაზე
დავით ზალკალიანმა სომხეთში COVID-19-ის პანდემიის შედეგად შექმნილი ვითარების გამო სოლიდარობა გამოუცხადა სომხურ მხარეს და საქართველოს მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ გამოთქვა დახმარების აღმოჩენის მზაობა” - აცხადებენ უწყებაში.