მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოსა და ტაჯიკეთის ცენტრალურ ბანკს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება - სებ

თუნავა
BM. GE
27.10.23 19:30
91

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა, "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" B2B შეხვედრების ფარგლებში, ტაჯიკეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ჰოკიმ ხოლიკზოდას შეხვდა.

სებ-ის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის ეროვნულ ბანკებს შორის თანამშრომლობის 10-წლიანი გამოცდილება და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოსა და ტაჯიკეთის ცენტრალურ ბანკს შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდება.

აღსანიშნავია, რომ სებ-ის წარმატებული რეფორმების გაცნობისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, საქართველოს ეროვნულ ბანკს ტაჯიკეთის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლები ხშირად სტუმრობდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები