საპენსიო სააგენტოს ექს-დირექტორმა და ფინანსისტმა ლევან სურგულაძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ნათია თურნავას ახალი თანამდებობა მიულოცა. შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ნათია თურნავა დღეს აირჩიეს.
ლევან სურგულაძის თქმით, ნათია თურნავა კარგი მენეჯერია და აღნიშნულ თანამდებობას თავს გაართმევს.
„მინდა, მივულოცო ახალი თანამდებობა. ნათია თურნავა გახლავთ ძალიან კარგი მენეჯერი და უდიდესი გამოცდილების მქონე ადამიანი. მქონდა ბედნიერება, მასთან მემუშავა - საპენსიო სააგენტოს დირექტორი რომ ვიყავი, ის იყო სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და მისი ჩართულობით, საპენსიო სააგენტოში ძალიან ბევრი წინააღმდეგობა წარმატებით გადავლახეთ.
ამდენად, დღეს მოხდა კარგი რამ და ძალიან ძლიერი და ღირსეული მენეჯერი დაინიშნა ხელმძღვანელად. ვფიქრობ, ეროვნული ბანკი მისი ხელმძღვანელობით უკეთესი გახდება", - განაცხადა მან.