მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში 2024 წელს $2,4 მლნ-ის პრეზერვატივი შემოვიდა - მთავარი ბაზარი რუსეთი იყო

პრეზერვატივი

საქართველოში პრეზერვატივების იმპორტი შემცირდა. საგარეო ვაჭრობის მონაცემების თანახმად, 2024 წელს, ჯამურად საქართველოში $2,4 მლნ-ის ღირებულების 46 ტონა პრეზერვატივის იმპორტი განხორციელდა, მაშინ როდესაც 2023 წელს, ქვეყანას $2,5 მლნ-ის 60 ტონა პრეზერვატივი ჰქონდა შეძენილი.

საქართველოსთვის პრეზერვატივის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა რუსეთია. მისი წილი მთლიან პრეზერვატივების იმპორტში 74.7%-ს შეადგენს. ამ ბაზარზე გასულ წელს საქართველომ $1,8 მლნ-ის 18 ტონა პრეზერვატივი შეიძინა. თუმცა რუსეთში ქვეყანას იმპორტის 18.1% კლება უფიქსირდება.

საქართველოსთვის 2024 წლის მთავარი იმპორტიორი TOP 5 ქვეყანა:

  1. რუსეთი - $1,8 მლნ , 18 ტონა;
  2. ლატვია - $ 207 ათასი, 6 ტონა;
  3. ტაილანდი - $84 ათასი, 6 ტონა;
  4. გერმანია - $140 ათასი, 5 ტონა;
  5. ჩინეთი - $36 ათასი, 3 ტონა.

რაც შეეხება მიმდინარე წელს, ქვეყანას 2025 წლის იანვარში $43 ათასის ღირებულების 1 ტონა პრეზერვატივი აქვს შეძენილი. ამ პერიოდში, იმპორტი განხორციელდა ლატვიიდან, საიდანაც საქართველომ $34 ათასის 95 კვ პრეზერვატივი შეიძინა, ამასთან საიმპორტო ბაზრებს შორის მოხვდა იტალია, საიდანაც ქვეყანამ $9 ათასის 61 კგ პრეზერვატივი იყიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები