მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში აცრილი მოსახლეობის 67% ქალია, 33% - მამაკაცი - NCDC-ს კვლევა

60f97fced2492
ინგა მურუსიძე
22.07.21 19:00
1488
საქართველოში Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო. ამ დროისთვის იმუნიზაცია შესაძლებელია ოთხი ვაქცინით: „სინოფარმი“, „სინოვაკი“, "ფაიზერი" და „ასტრაზენეკა“. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კვლევის მიხედვით, 15 ივლისის მდგომარეობით, ქვეყანაში მოხმარებულია 334 133 დოზა ვაქცინა, სრულად აცრილია 126 739 მოქალაქე, ხოლო მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 207 394 ადამიანი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ამ პერიოდისათვის არსებული მონაცემების საფუძველზე, ყველაზე მეტი ადმინისტირებული დოზები არის თბილისში (202 904), აჭარასა (34 848) და იმერეთში (27 262).





ასაკობრივ ჭრილში მინიმუმ ერთი დოზითა და სრულად აცრილი მოსახლეობის მოცვის სიხშირე განსხვავებულია. ამ მხრივ, ლიდერობს 70-74 აკობრივი ჯგუფი, შემდეგ 65-69 ასაკისა და 75 წლის და მეტი ასაკის ჯგუფი.

გარდა ამისა, ქვეყანაში საერთო ჯამში აცრილთაგან 67% - ქალია და 33% - მამაკაცი.

ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული პერსონალიდან, 15 ივლისისათვის სულ აცრილია 16 486 მუშაკი, მათგან უმრავლესობა ექიმია.

„ქვეყანა ინტენსიურად ემზადება მასობრივი ვაქცინაციის დაწყებისათვის ქვეყნის მასშტაბით შერჩეულ ლოკაციებზე. ქვეყნის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ოპერატიული გეგმის შესაბამისად, მასობრივი ცენტრების გახსნა დაგეგმილია 4 დიდ ქალაქში (თბილისი, რუსთავი, ქუთაისი და ბათუმი), ხოლო აცრებისათვის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისათვის, გარდა სამედიცინო დაწესებულებებისა, ვაქცინაციის ჩატარება დაგეგმილია სპეციალურად გამოყოფილ დიდ სივრცეებში“, - ნათქვამია NCDC-ს კვლევაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები