მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში არაგადამდები დაავადებებით და ინსულტით გარდაცვალების მაჩვენებელი მაღალია - ჯანმო

63258e81d363a
ინგა მურუსიძე
17.09.22 13:29
1834
ქვეყნის დაავადებების ტვირთის უმეტესი წილი არაგადამდებ დაავადებებზე მოდის, ინსულტი კი სიკვდილის წამყვანი მიზეზია, -ამის შესახებ წერია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში, რომელიც 2021 წლის განმავლობაში ჯანდაცვის სისტემაში არსებულ მდგომარეობას ასახავს.

ჯანმოს კვლევაში წერია, რომ ჰიპერტენზია, გულის იშემიური დაავადებები და ინსულტი განაპირობებენ სიკვდილიანობის და ავადობის მაღალ მაჩვენებელს.

„საერთო ჯამში, არაგადამდები დაავადებების შედეგად გამოწვეული ნაადრევი გარდაცვალების ტვირთი იმდენად მაღალია, რომ საფრთხეს უქმნის ქვეყნის მდგრად განვითარებას. 2016 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, მოსახლეობის 37.7%-ს აქვს მაღალი არტერიული წნევა (აღემატება 2010 წლის მაჩვენებელს, რომელიც 33.4%-ს შეადგენდა), რაც მნიშვნელოვნად ზრდის ინსულტის რისკს, სათანადო მართვის არარსებობის შემთხვევაში. ანალოგიურად, იზრდება ტიპი 2 დიაბეტით დაავადებულთა რიცხვი. ასევე მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორებია კვებითი რისკები, პლაზმური გლუკოზის მაღალი მაჩვენებელი უზმოზე და ჭარბი წონა.

წამყვანი ქცევითი რისკ-ფაქტორებია თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება და არაჯანსაღი კვება. თამბაქოს მოხმარებამ 2020 წელს შეადგინა 31.7% 15 წელს გადაცილებულ მოსახლეობაში. თუმცა, საქართველომ თამბაქოს კონტროლი პრიორიტეტად აქცია და პოლიტიკის წარმატებული გატარების შედეგად, თამბაქოს მოხმარების მაჩვენებელი შემცირდა 10%-ით, მწეველთა შორის თამბაქოს მოხმარება შემცირდა 15%-ით და თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული ჰაერის დაბინძურება საზოგადოებრივ ადგილებში შემცირდა 90%-ით“, - ნათქვამია ჯანმოს ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები