ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი, "ქართული ოცნების" მიერ დაანონსებულ და ინიციირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ეხმიანება. მისი თქმით, ევროკომისია საქართველოს ევროპულ კურსზე დაბრუნებისკენ მოუწოდებს.
"საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები საგანგაშოა. "ქართული ოცნების" მიერ დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილებები კიდევ უფრო უთხრის ძირს მოქალაქეთა გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების უფლებებს. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეცვალონ კურსი და დაუბრუნდნენ საქართველოს ევროპულ გზას, პატივი სცენ საქართველოს მოქალაქეთა ნებას", - წერს მარტა კოსი.
ცვლილებები, რომლებიც "ოცნების" პარლამენტს "შეკრებისა და მანიფესტაციის" კანონში შეაქვს