მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში Covid-19-ის საწინააღმდეგო სულ 353 835 აცრაა ჩატარებული

60f439edb2c5d
BM.GE
18.07.21 18:22
663
18 ივლისის მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა Covid-19-ის საწინააღმდეგო 353 835 აცრა - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათი ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 129 769 ადამიანი.

Covid-19-ის საწინააღმდეგო აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად მოქალაქეები უნდა ეწვიონ საიტს www.booking.moh.gov.ge ან უნდა დარეკონ ნომერზე 1522.

ამ დროისთვის ქვეყანაში იმუნიზაცია 4 ვაქცინით მიმდინარეობს: ფაიზერი, სინოფარმი, სინოვაკი და ასტრა–ზენეკა.

"აუცილებელია მოსახლეობის სულ მცირე 60%-ის აცრა! მოსახლეობის 60% არის ის მინიმალური რაოდენობა, რომელიც დაავადების გავრცელებაში ცვლილების შეტანას შეძლებს, თუმცა, ის არ იძლევა დაავადების სრული ელიმინაციის საშუალებას. ვაქცინაცია გვეხმარება დავიცვათ როგორც ცალკეული ინდივიდი, ისე მთლიანად საზოგადოება, ვაქცინაციით მაღალი მოცვა საშუალებას მოგვცემს შევამსუბუქოთ და თავიდან ავიცილოთ შეზღუდვები, გავხსნათ საზღვრები და დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს",– აცხადებენ NCDC–ში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები