დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებული ინფოგრაფიკის მიხედვით, 6 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 313 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.
ამ დროისთვის covid-19 სულ 1310-მა პაციენტმა დაამარცხა, რაც სულ ინფიცირებულების 79%-ია.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებული სტატისტიკის მიხედვით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსზე სულ 416 849 ტესტია ჩატარებული; პირველადად ტესტირებულთა (PCR ტესტი) რაოდენობა კი 411 580-ია.
NCDC-ის ინფორმაციითვე, მილიონ მოსახლეზე PCR ტესტირებულთა რაოდენობა 112 150-ია.
6 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1650 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის უკვე გამოჯანმრთელებულია 1310 პაციენტი, ხოლო ვირუსმა 19 პირი იმსხვერპლა.
ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 6020 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 299 მოქალაქე, ხოლო უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.




























