ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის შეფასებით, საქართველოში დაშინების აქტებმა ახალ დონეს მიაღწია. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში, სიძულვილის ენის შემცველ პოსტერებთან დაკავშირებით წერს, რომლებიც თბილისში არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებთან თუ მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანის საცხოვრებლებთან გაჩნდა.
"საქართველოში მეცნიერების, აქტივისტების და სამოქალაქო საზოგადოების დაშინების აქტებმა სრულიად ახალ დონეს მიაღწია. ისინი არა მხოლოდ ამაზრზენი და არაჰუმანურია, არამედ სახიფათოა, რადგან საჯაროდ მოუწოდებენ ინდივიდებზე ძალადობისკენ",- წერს ვიოლა ფონ კრამონი.
Diese Einschüchterungsaktionen in 🇬🇪 ggüber Wissenschaft, Aktivisten und Zivilgesellschaft haben ein komplett neues Niveau erreicht. Sie sind nicht nur widerlich und menschenverachtend, sondern auch gefährlich, weil damit öffentlich zur Gewalt gg Einzelpersonen aufgerufen wird. https://t.co/QMnPPVtvVt
— Viola von Cramon 🇺🇦🇪🇺🇮🇱 (@ViolavonCramon) May 9, 2024