მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა ძალიან ცუდია და კიდევ უფრო უარესდება - სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილი
09.10.25 15:34
765

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ საქართველოში ეკონომიკური სიტუაცია ცუდია და კიდევ უფრო უარესდება. მან ამის შესახებ „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ეს გამოწვეულია იმით, რომ იზოლირებულები ვართ.

მან ამის შესახებ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც საზოგადოების განწყობებს შეეხებოდა, კერძოდ კი იმას, რომ ურბანული ცენტრისგან მოშორებით მოსახლეობის გულგრილობა ხომ არ უკავშირდება იმას, რომ ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში არც ისე ცუდია.

"ჩვენი პარტნიორების მიერ ორმხრივი პროგრამების უმეტესობა შეჩერებულია, როგორც ევროპელების ასევე ამერიკელების მიერ, USAID-ის დაფინანსება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ჯანდაცვის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის მდგრადობისთვის, ასევე შეჩერებულია. მე ვფიქრობ, რომ რაც სიმართლე იყო არჩევნების დღეს, დღეს კიდევ უფრო სიმართლეა, რადგან ეს არჩევნები ფაქტობრივად ოპოზიციამ მოიგო. კვლავ მართალია, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა პროევროპელია და არ ეთანხმება იმას, რომ ჩვენი მომავალი რუსეთისა და რუსული პოლიტიკის განმახორციელებლების მიერ უნდა იყოს მიტაცებული",- თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები