მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ძალიან მალე [იქნება] ფინანსური და ეკონომიკური კრიზისი...ქვეყანა იზოლაციას ვერ გაუძლებს - პრეზიდენტი

პრეზიდენტი

"ძალიან მალე [იქნება] ფინანსური და ეკონომიკური კრიზისი... ქვეყანა იზოლაციას ვერ გაუძლებს" - ამის შესახებ "მთავარი არხთან" ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

პრეზიდენტის ინფორმაციით, აშშ-სა და ევროკავშირს შორის "ოცნების" სანქცირების თემაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

"ძალიან მალე [იქნება] ფინანსური და ეკონომიკური კრიზისი, რაც თავისთავად მოხდება... ინვესტიციები, სადაც სასამართლო არ არის, სადაც ასეთი ნათელი სურათი არის, რომ ეს ქვეყანა არის უკვე მთლიანად ერთ ხელში, სადაც შენ თუ არა ხარ გარიგებული, ამ ერთ ხელთან არანაირი შანსი არაფრის არ გაქვს, თავისუფალი ბიზნესი, თავისუფალი ინვესტიცია, ეს ყველაფერი კვდება.

სავალუტო ფონდთან უკვე აღარ გვაქვს პროგრამა, და ელოდებოდა, სავალუტო ფონდი, თავიანთი განცხადებებიდან გამომდინარე, რომ არჩევნების მერე თუ სიტუაცია გამოსწორდა, მაშინ ახალ პროგრამაზე დავიწყებთ მოლაპარაკებებსო.

დაიხარჯა ჩვენი რეზერვებიდან ძალიან დიდი თანხები, რაც თავისთავად არის გაყალბების ერთ-ერთი მტკიცებულება, თუ ვინმეს სჭირდება, მაგრამ მე მგონი, არავის აღარ სჭირდება, მაგრამ კიდევ ერთი მტკიცებულება იმ შავი ფულის, რაც დაიხარჯა ამ არჩევნებზე, ამ კონცერტებზე, მოსყიდვა, გაყიდვა და რაღაცები... საჭირო არის, როდესაც შავი ფული შემოდის ქვეყანაში, ლარი უნდა დაიცვა...

...ეს შეიძლება გააკეთოს ისეთმა ქვეყანამ, რომელსაც აქვს დიდი რესურსი, როგორიცაა, ვთქვათ, რუსეთი, გაუძლოს ამ იზოლაციას, თუმცა მოსახლეობის ხარჯზე, იმიტომ რომ მოსახლეობა ვიცით, როგორ არის და რატომ გადის მილიონობით ადამიანი რუსეთიდან და აქ გადიან ჩვენს ტერიტორიაზე ან რჩებიან. დიდ ქვეყანას შეუძლია ან ქვეყანას, რომელსაც აქვს თავისი რესურსები. ჩვენ არაფერი არ გვაქვს, ჩვენ ეს ვარიანტი რომ გავუძლოთ იზოლაციას, თუნდაც ვიღაცების დახმარებით, არ გამოდის, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა "მთავარი არხთან" ინტერვიუში დასავლეთის მხრიდან საქართველოსთვის წლების განმავლობაში გაწეულ დახმარებებზეც ისაუბრა. პრეზიდენტის თქმით, ევროპა ხელისუფლებისგან მარტივ რაღაცებს ითხოვდა, რაც ქვეყნისთვის იყო საჭირო.

"ის რომ დასავლეთი, რომელმაც ამდენი რამე გააკეთა იმისთვის, რომ აქ შექმნილიყო ინსტიტუტები, დემოკრატიის მთავარი საფუძველი ჩამოყალიბებულიყო, სასამართლოზე ამდენი ხანი იწვალა და იწვალა, ამდენი თანხებია ჩადებული ჩვენ ეკონომიკაში, განათლებაში, ჯანდაცვაში და ამ ყველაფერთან ერთად მარტივ რაღაცებს გვთხოვდა, რომ სასამართლო შეინარჩუნეთ დამოუკიდებელი და გააგრძელეთ ის მთავარი რეფორმები, რაც თქვენი ქვეყნისთვის არის საჭირო. ყველაფერს ვერ წაიღებს უკან ამ ნათქვამს, მაქსიმუმ იქნება ინდიფერენტული და აღარ ჩაერთვება ჩვენ პროცესებში, რაც ნიშნავს, რომ იზოლაცია იქნება სრული.

მე მგონი, რომ ეს ჩამოშლის ამ ხელისუფლებას, შიდა და გარე იზოლაცია და ერთ ქვაბში რომ მოიხარშებიან ესენი და ვინც არიან ხომ ვხედავთ? სადამდე უნდა იხარშებოდნენ ერთ ქვაბში?" - ამბობს პრეზიდენტი.

[სტილი დაცულია]

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები