მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველოში ფოტოთერაპიის მიმართ ინტერესი ძალიან მაღალია“ – „არკოფარმა“

644125e852ee5
ნანუკა ნარიმანიძე
20.04.23 23:00
704
„საქართველოში „არკოფარმას“ შექმნის მთავარი მოტივაცია ბუნებრივი პროდუქტებზე, რომელიც საპროფილაქტიკოდ გამოიყენება, გაზრდილი ინტერესი იყო“ - ამის შესახებ „არკოფარმას“ პროდუქციის მენეჯერმა თეა კვირკველიამ გადაცმა „ქალების ნარატივში“ სტუმრობისას ისაუბრა.

„არკოფარმა“ საქართველოს ბაზარზე 2021 წელს გამოჩნდა. ის ფრანგული ფესვების მქონე ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც ნატურალური მედიცინის სფეროში საქმიანობს და მცენარეულ საკვებ-დანამატებს და ვიტამინებს აწარმოებს, ამ მიმართულებით „არკოფარმა“ საფრანგეთსა და მთელ ევროპაში ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა.

„ჩვენი პრეპარატები საფრანგეთში, ზღვისპირა ალპებში იწარმოება, ნედლეულის მოპოვება, პრაქტიკულად, ყველა კონტინენტზე ხდება. ასევე, ჩვენი კომპანია ინოვაციებისკენ არის მიმართული და 8 პატენტის მფლობელია, აქედან ერთ-ერთი ტექნოლოგია მცენარეების ექსტრაქტის მიღებას ულტრა-ბგერითი ტექნოლოგიით გულისხმობს, გამოკვლევებმა კი დაადგინა, რომ ეს ტექნოლოგია 73%-ით მაღალეფექტურია არკოფლუიდების შემთხვევაში, ვიდრე ტრადიციული მეთოდებით მიღებული ექსტრაქტი,“ - განმარტა თეა კვირკველიამ.

ამასთან, მენეჯერმა საქართველოში პოპულარულ პრეპარატებზე და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

„საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს არის საძილე და სტრესულ სიტუაციასთან გამკლავებისთვის პრეპარატები, ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის განკუთვნილი და თმის მოვლისთვის განკუთვნილი პრეპარატები. სამომავლოდ გვსურს საქართველოს ყველა ფარმაცევტული ქსელის მოცვა, გვინდა უახლოეს მომავალში ყველასთვის და ყველგან იყოს ხელმისაწვდომი ჩვენი პროდუქცია, ვინაიდან ძალიან დიდი ინტერესი მოდის რეგიონებიდანაც“ - ამბობს ის.

ცნობისთვის, „არკოფარმა“ საქართველოში ორი წელია ფიგურირებს, კომპანიის პრეპარატების შეძენა "ჯიპისის" და "ფარმადეპოს" სააფთიაქო ქსელებში, ასევე კლინიკა „ნუაჟშია“ შესაძლებელი. არსებული პრეპარატების მიღება ექიმის დანიშნულების გარეშეც შესაძლებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები