საქართველოში ფუტკრის ოჯახების რაოდენობა ბოლო წლების განმავლობაში იკლებს. საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის ბოლოსთვის ქვეყანაში 192 700 სკა ირიცხებოდა, მაშინ როდესაც 2022 წელს 200 700 სკა იყო, 2021 წელს 214 800, ხოლო 2020 წელს კიდევ უფრო მეტი - 228 500 სკა.
როგორც საქსტატის მიერ მომზადებულ 2023 წლის სოფლის მეურნეობის სტატისტიკურ მიმოხილვაშია აღნიშნული, ყველაზე მეტი სკა გასულ წელს იმერეთში ჰქონდათ, რამაც 39 400 შეადგინა, შემდეგ ადგილს სკების რაოდენობით კახეთი იკავებდა - 33 900 ოჯახით, ხოლო მესამე ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთია 32 400 ოჯახით. შედარებით ნაკლები რაოდენობის სკა ჰყავდათ აჭარის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის მოსახლეობას.
რაც შეეხება თაფლის წარმოებას, ის 2023 წელს მცირედით გაზრდილია 2022 და 2021 წლებთან შედარებით, ხოლო 2020 წელთან შედარებით შემცირებულია. კერძოდ, გასულ წელს 2100 ტონა თაფლი იწარმოა ქვეყანაში.