მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში გამოკითხულთა 18% ინტერნეტს და სოციალურ მედიას არ იყენებს - IRI

6447ad4c44c08
თამთა ჯიჯავაძე
25.04.23 16:25
719
საქართველოში გამოკითხულთა 18% არასოდეს იყენებს ინტერნეტს და სოციალურ მედიას. ამას საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ახალი საზოგადოებრივი აზრის კვლევა (Center for Insights in Survey Research) აჩვენებს.

გამოკითხვის მიხედვით, ინტერნეტს ან სოციალურ მედიას 70% ყოველდღიურად ან თითქმის ყოველდღიურად იყენებს. 8% - კვირაში რამდენიმეჯერ, 1% - ყოველკვირეულად, 1% - ყოველთვიურად, 3% კი უფრო იშვიათად.

რაც შეეხება სოციალური მედიის გამოყენებას, გამოკითხულთა 96% ამბობს, რომ „ფეისბუქის“ მომხმარებელია, „ინსტაგრამს“ – 26% იყენებს, „ტიკტოკს“ – 17%, „ტელეგრამს“ – 5%, „ტვიტერს“ – 3%, „ლინკდინს“ – 2%.

ცნობისთვის: კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ ჩატარდა. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ისმიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 63%. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები