მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში გაზის მოპოვება გაიზარდა, ნავთობის - შემცირდა

გაზის მოპოვება

საქართველოში ბუნებრივი გაზის მოპოვება გაიზარდა, ნავთობის - შემცირდა.

„ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მონაცემებით, გასულ წელს ქვეყანაში 16.6 მლნ კუბ. მეტრი გაზი მოიპოვეს, რაც რეკორდული მაჩვენებელია და გასულ წელთან შედარებით 2.6 მლნ კუბ.მეტრით არის გაზრდილი. დაახლოებით მოპოვების ასეთივე მაჩვენებელი იყო 2021 წელსაც (16 მლნ კუბ.მეტრი)

მოპოვებული გაზიდან ინვესტორების წილი 11.5 მლნ კუბ.მ იყო, სახელმწიფომ კი, წილობრივი ხელშეკრულებების მიხედვით 5.1 მლნ კუბ.მ გაზი მიიღო.

რაც შეეხება ნავთობის მოპოვებას. 2023 წელს 35.3 ათასი ტონა ნავთობი მოიპოვეს, წლიურად კლება 3.8 ათასი ტონაა. აღსანიშნავია, რომ 2009 – 23 წლებში, ნავთობის მოპოვებით 2009 წელი გამოირჩევა, როდესაც ქვეყანაში 57.6 ათასი ტონა „შავი ოქრო“ მოიპოვეს. ყველაზე დაბალ მაჩვენებელზე მოპოვება 2017 წელს იყო - 28.2 ათასი ტონის მაჩვენებლით.

გასულ წელს მოპოვებული ნავთობიდან 22.2 ათასი ტონა ინვესტორების წილი იყო, 13.1 ათასი კი, სახელმწიფოს გადაეცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები