მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქართველოში გაზსაცავი უნდა აშენდეს" - "თბილისი ენერჯის" ტექნიკური დირექტორის მოადგილე

გიორგი ლეფსვერიძე

კომპანია „თბილისი ენერჯის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილის გიორგი ლეფსვერიძის აზრით, საქართველოს გაზის სექტორს სტაბილურობისა და განვითარებისთვის გაზსაცავი სჭირდება.

„საქართველოში გაზსაცავი ყველა მიზეზგარეშე უნდა აშენდეს“, - ასე უპასუხა გიორგი ლეფსვერიძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის შესაბამის კითხვას.

„თბილისი ენერჯის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილის თქმით, იმისთვის, რომ ფორსმაჟორის შემთხვევაში კომპანია და აბონენტებიც მშვიდად იყვნენ, ქვეყანაში გაზის საცავის ქონა აუცილებელია.

„რა სჭირდება გაზის სექტორს, რომ ყველაფერი იყოს კარგად?! - გაზის საცავი. ძალიან ბევრ ქვეყანას აქვს გაზსაცავი, მათ შორის ჩვენ მეზობელ სომხეთსაც... იანვარ-თებერვალში, როცა ყველაზე დიდია მოხმარება როგორც საყოფაცხოვრებო, ისე კომერციული გაზის, შეიძლება მოხდეს ფორსმაჟორი და ასეთი შემთხვევისთვის ჩვენს ქვეყანასაც სჭირდება გაზის საცავი, სადაც დაახლოებით, გაზის ორი თვის მარაგი ჩაიჭირხნება, რომელსაც ქვეყანა პიკურ პერიოდში მოიხმარს“, - განაცხადა გიორგი ლეფსვერიძემ.

“გაზსაცავისთვის ახალი სესხის მიღების ალბათობა ნულის ტოლია"- მთავრობამ გაზსაცავის პროექტი გადააფასა

ნავთობისა და გაზის კორპორაცია, გაზსაცავის აშენების გარეშე იგივე მიზნების სხვა ფორმატში მიღწევაზე მუშაობს

„თბილისის ენერჯის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილის თქმით, უშუალოდ, ეკონომიკის განვითარებისთვის ქვეყანას სტაბილურობა სჭირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები