მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელი ევროზონის მაჩვენებელს უახლოვდება - ლევან დავითაშვილი

63e0e48fa710c
BM.GE
06.02.23 15:31
602
იმ დროს, როცა საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელი ევროზონის მაჩვენებელს უახლოვდება, მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენ რეგიონის საერთო ტენდენციებთან ძალიან ახლოს ვართ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ეს ყველაფერი აისახა რეიტინგზე და Fitch-მა სულ ახლახან ქვეყანას სუვერენული რეიტინგი BB შეგვინარჩუნა.

“ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც არის ჩვენთვის, ეს არის ინფლაცია, რომელიც პიკური იყო გასული წლის მაისში, მაგრამ უკვე მიმდინარე წლის იანვარში ინფლაციამ დაიწყო შემცირება და 9.4% გახდა, რაც ჯერ კიდევ ძალიან მაღალია, თუმცა ახლოს არის ევროზონის ინფლაციასთან, რაც ჩვენთვის ყოველთვის ბენჩმარკია და შესადარისია, რადგან ევროზონა ყოველთვის სტაბილური მდგომარეობით გამოირჩევა.

იმ დროს, როცა საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელი ევროზონის მაჩვენებელს უახლოვდება, მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენ რეგიონის საერთო ტენდენციებთან ძალიან ახლოს ვართ. ეს ყველაფერი აისახა ჩვენს სუვერენულ რეიტინგში და იცით, რომ Fitch-მა სულ ახლახანს ჩვენს სუვერენული რეიტინგი BB შეგვინარჩუნა, მაგრამ გაგვიუმჯობესა პერსპექტივა, ეს კი ნიშნავს, რომ მომავალი შეფასებისას უნდა ველოდეთ რეიტინგის გაუმჯობესებას“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, იანვარში ინფლაციამ 9.4% შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები