მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ინტერნეტგადახდები რეკორდულ ნიშნულზეა

ინტერნეტ გადახდა

საქართველოში ინტერნეტით გადახდის მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა. ეროვნული ბანკის სტატისტიკით ე.წ "იშუინგით" ოქტომბერში, 1 მილიარდ 435 მილიონი ლარის ოპერაციები შესრულდა, რაც რეკორდული მაჩვენებელი.

ეროვნული ბანკი ინტერნეტით განხორციელებულ ოპერაციების სტატისტიკას 2008 წლიდან აწარმოებს. მაგალითად, 2008 წლის იანვარში 27 413 ოპერაცია იყო სულ შესრულებული, ჯამური ღირებულება კი, 2.06 მლნ ლარი იყო. შედარებისთვის, 2013 წლის ოქტომბერში ინტერნეტის მეშვეობით 18 918 758 ოპერაცია აღირიცხა, მათი ჯამური ღირებულება 1 435 141 000 ლარს შეადგენდა.

სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ მიმდინარე წლის მარტიდან განსაკუთრებით გაიზარდა ელექტრონული ანგარიშსწორება და თანხობრივად, ყოველთვიურად, 1 მლრდ-ს აღემატება.

ჯამში 10 თვეში ე.წ "იშუინგით" 11.5 მლრდ ლარის ოპერაციები შესრულდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები