მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფიზიკური პირების დაკრედიტების წესში ცვლილებებია

64a9263cea7fb
BM.GE
07.07.23 00:00
7422
სტატიაში საუბარია:
ფიზიკური პირების დაკრედიტების წესში ცვლილებებია - განახლებული დებულება საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა. ძირითადი ცვლილებები, რაც წესში შევიდა უკავშირდება მიკრობანკების მიერ კრედიტების გაცემის წესს და იმ პროცედურებს თუ როგორ უნდა გასცენ და აღრიცხონ მიკრობანკებმა ფიზიკური პირების სესხები. 

„1. სესხის გამცემ ორგანიზაციას (ამ მუხლის მიზნებისათვის, კომერციულ ბანკს, მიკრობანკსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციას) უნდა ჰქონდეს ადეკვატური შიდა პოლიტიკა-პროცედურები, რომელიც სესხის გაცემის პროცესის ამ დებულების მოთხოვნებთან შესაბამისობით წარმართვასა და საკრედიტო რისკების ეფექტურ მართვას უზრუნველყოფს.

2. კომერციული ბანკის, მიკრობანკისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შიდა პოლიტიკა-პროცედურები, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს სესხების მიზნობრიობისა (საცალო, სამეწარმეო, სტუდენტური და სხვა) და მსესხებელთა (მათ შორის, საოჯახო მეურნეობა) განსაზღვრის კრიტერიუმებს, გადახდისუნარიანობის ანალიზის ჩატარების, მათ შორის, შემოსავლების დადასტურების დასაშვებ მეთოდებს, რესტრუქტურიზაციის შემთხვევაში მსესხებლის ფინანსური პრობლემების ანალიზის გზებს, სესხის მომსახურებისა და უზრუნველყოფის კოეფიციენტების (PTI, LTV) დასაშვებ ნორმებს,"- ნათქვამია დებულებაში. 

კიდევ ერთი ცვლილება, რაც ფიზიკური პირების დაკრედიტების დებულებაში შევიდა, უკავშირდება საშეღავათო პერიოდს, რომლის შინაარსიც განახლებული რედაქციით დაზუსტებულია. 

"საშეღავათო პერიოდი – პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მსესხებელი/თანამსესხებელი ყოველთვიურად სრულად არ იხდის სესხზე დარიცხულ პროცენტს, საკომისიოს ან/და ძირს და რომლის გადახდასაც საშეღავათო პერიოდის დასრულების შემდეგ დაიწყებს ან/და პერიოდი, რომლის განმავლობაშიც სესხის გრაფიკით განსაზღვრული ყოველთვიური გადასახდელი, გრაფიკით განსაზღვრულ მომავალ ნებისმიერ ყოველთვიურ გადასახდელზე მინიმუმ 5%-ით ნაკლებია. ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის საშეღავათო პერიოდად არ ჩაითვლება ის პერიოდი, როდესაც ხდება რევოლვირებად საკრედიტო პროდუქტებზე გადახდილ ყოველთვიურ გადასახდელში შემავალი ძირის კვლავ ათვისება ან/და მოქმედებს სესხის ყოველთვიური გადასახდელებისგან განსხვავებული დაფარვის გრაფიკი, თუ აღნიშნული მორგებულია მსესხებლის/თანამსესხებლის მიერ შემოსავლების მიღების პერიოდულობაზე“,- ნათქვამია დოკუმენტში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები