გამოწვევებზე მეხანძრის ცეცხლგაუმატარი უნიფორმის ავტორებმაც ისაუბრეს. ვამეხ ხერხეულიძე, რომელიც ინოვაციურ პროდუქტს უკვე რამდენიმე წელია ქმნის ამბობს, რომ ბაზარზე შესაბამისი ლაბორატორიული ტესტების ჩატარება შეუძლებელია. რის გამოც მსგავსს კომპანიებს სახელწმიფო ტენდერებში მონაწილეობა შეზღუდული აქვთ. მისი განმარტებით, ამ შესაძლებლობის არ არსებობის გამო მათ შესაბამისი ტესტების ევროპასა და ამერიკაში გაკეთება მოუწიათ, რაც კომპანიას დამატებით დრო და ფინანსები დაუჯდა.
“პირველი გამოწვევა ის იყო, რომ ლაბორატორიული კვლევების ჩატარება შეუძლებელია საქართველოში, იმისთვის, რომ დაამტკიცო, რომ შენი პროდუქტი ნამდვილად აკმაყოფილებს მოთხოვნილ კრიტერიუმებს. ლაბორატორიულ ტესტებს, რომ ვერ ატარებ ვერ ამტკიცებ იმას, რომ ერგები მოთხოვნებს და ვეღარ მონაწილეობ ტენდერში.
ტენდერში, ჩვენს სფეროში, რომ ავიღოთ, სახანძრო ინდუსტრიას აქვს კონკრეტული მოთხოვნები. ეს კონკრეტული მოთხოვნები არცერთ ლაბორატორიაში არ მოწმდება. არც ამერიკული მოთხოვნებია პირობითაც გადმოტანილი რომ იქაურ ლაბორატორიას შევუკვეთო. შესაბამისად გვიწევს, რომ გავიაროთ კვლევები ნაწილ-ნაწილ ვიპოვოთ რომელი ერგება ამერიკულს, რომელი ევროპულს.
ეს ყველაფერი კი იმისთვის, რომ საქართველოში გავყიდო მეხანძრის უნიფორმა ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და ძალიან დიდ დროსთან. შესაბამისად, თუ მე წავალ და ამას ევროპაში თუ ამერიკაში გავაკეთებ, უკვე მე როგორც კომპანია დაინტერესებული ვარ პროდუქტი არა საქართველოში არამედ ევროპაში და ამერიკაში გავყიდო, სადაც ბევრად უფრო ძვირი ღირს.
ეს ყველაფერი რეალურად მიზღუდავს წვდომას ადგილობრივ ბაზარზე და მაძლევს მოტივაციას, რომ წავიდე პირდაპირ ექსპორტზე”, - აცხადებს კომპანია ELVEN TECHNOLOGIES დამფუძნებელი ვამეხ ხერხეულიძე.
ეს ყველაფერი რეალურად მიზღუდავს წვდომას ადგილობრივ ბაზარზე და მაძლევს მოტივაციას, რომ წავიდე პირდაპირ ექსპორტზე”, - აცხადებს კომპანია ELVEN TECHNOLOGIES დამფუძნებელი ვამეხ ხერხეულიძე.