მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში, მესამე კვარტალში 171.8 მლნ ლიტრი რძე აწარმოეს

რძე

საქართველოში, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში 171.8 მლნ ლიტრი რძე აწარმოეს. ამის შესახებ მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს. ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდში წარმოებული რძის მოცულობას მცირედით - 0.2%-ით ჩამორჩება. კერძოდ, 2023 წლის მესამე კვარტალში 172.2 მლნ ლიტრი რძე აწარმოეს.

ცნობისთვის, წელს, საქართველომ რძის იმპორტში $11.4 მლნ გადაიხადა. ცხრა თვეში ქვეყანამ 9,893 ტონა რძე და ნაღები იყიდა, რაც 4%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. მთავარი იმპორტიორი აზერბაიჯანია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები