დღეს დილით, 6 აპრილს, თბილისის დროით 06:03 საათზე, თბილისთან მოხდა 3.6 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა. ილიაუნის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე სოფელი ენაგეთში (თეთრიწყაროს რაიონი) გახლდათ.
ინფორმაცია დაზიანების ან ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.




























