მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში რეჟიმი განაგრძობს ოპოზიციის გაჩუმების მცდელობებს - პეტრას აუსტრევიჩიუსი

 პეტრას აუსტრევიჩიუსი

ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩიუსი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ პარტია "ახალის" და "გირჩის" პრესსპიკერების დაჯარიმებას ეხმაურება. როგორც ის სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, საქართველოში რეჟიმი განაგრძობს ოპოზიციის გაჩუმების მცდელობას.

"თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციური პარტია „ახალი“-ს პრესსპიკერი მირანდა ბაღათურია და „გირჩი - მეტი თავისუფლების“ პრესსპიკერი ანა ყურაშვილი პოლიციელის შეურაცხყოფისთვის დააჯარიმა. საქართველოს რეჟიმი ოპოზიციის გაჩუმებისა და დაშინების მცდელობებს აგრძელებს", - წერს ევროპარლამენტარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები