საქსტატის სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის იმპორტი შემცირდა.
უფრო კონკრეტულად, წელს, 3 თვეში ქვეყანამ ჯამში $4,8 მლნ-ის, 1,129 ტონა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცი შეიძინა, ხოლო გასულ წელს, ანუ 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში, $5,7 მლნ-ის 1,550 ტონა ხორცი ჰქონდა შეძენილი. აღნიშნული სტატისტიკური მონაცემებით, დგინდება, რომ ქვეყანას მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცის იმპორტი 27.1%-ით შეუმცირდა.
ამავე სტატისტიკით, საქართველოსთვის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა ბრაზილიაა. წელს, ბოლო 3 თვეში საქართველომ ბრაზილიიდან $1,5 მლნ-ის, 533 ტონა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცი შეისყიდა. თუმცა, ამ ბაზარზეც იმპორტის შემცირება ფიქსირდება, ვინაიდან 2024 წელს, ამავე პერიოდში ქვეყანას $2 მლნ-ის 783 ტონა ნედლეული ჰქონდა შეძენილი, რაც წლიურად 32%-მდე იმპორტის შემცირებას გულისხმობს.
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცი იმპორტიორი ტოპ 5 ქვეყანა (2025/3 თვე):
- ბრაზილია - $ 1,5 მლნ, 533 ტონა;
- ლიეტუვა - $2,4 მლნ, 361 ტონა;
- უკრაინა - $649 ათასი, 175 ტონა;
- პარაგვაი - $60 ათასი, 27 ტონა;
- გაერთიანებული სამეფო - $67 ათასი, 26 ტონა.




























