მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში სიმინდის იმპორტი გაიზარდა - მთავარი მომწოდებელი რუსეთია

სიმინდი

2023 წელს საქართველოში სიმინდის იმპორტი 71%-ით გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს ქვეყანამ 56,821.23 ტონა სიმინდი იყიდა, რაშიც 18.8 მილიონი დოლარი გადაიხადა.

სხვა მარცვლეულის მსგავსად, საქართველო სიმინდის ძირითად ნაწილს რუსეთში ყიდულობს. გასულ წელს იმპორტირებული მთლიანი პროდუქტის 90%-ზე მეტი სწორედ რუსეთზე მოდიოდა.

უფრო დეტალურად, 2023 წელს საქართველოში სიმინდი ყველაზე დიდი რაოდენობით შემდეგი 10 ძირითადი ბაზრიდან შემოვიდა:

  • რუსეთი - 51,761.15 ტონა/11,4 მლნ დოლარი;
  • უკრაინა - 2,927.25 ტონა/1,2 მლნ დოლარი;
  • თურქეთი - 732.51 ტონა/2.3 მლნ დოლარი;
  • ავსტრია - 357.98 ტონა/1.8 მლნ დოლარი;
  • ეგვიპტე - 321.5 ტონა/189 440 დოლარი;
  • სამხრეთ აფრიკა - 208 ტონა/174 720 დოლარი;
  • ურუგვაი - 104 ტონა/ 83 200 დოლარი;
  • ინდოეთი - 96.75 ტონა/ 48 430 დოლარი;
  • საფრანგეთი - 73.05 ტონა/ 397 330 დოლარი;
  • რუმინეთი - 64.43 ტონა/ 428 890 დოლარი.

შედარებით მცირე რაოდენობით სიმინდი ექსპორტზეც გადის. გასულ წელს საქართველოდან ექსპორტირებული სიმინდის მოცულობა 58%-ით შემცირდა და 728.69 ტონა შეადგინა, თუმცა საპირისპიროდ, 34%-ით მოიმატა სიმინდის ექსპორტის ჯამურმა ღირებულებამ, რაც ნიშნავს, რომ საექსპორტო ფასი გაიზარდა. საქართველოდან სიმინდი 5 ქვეყანაში იყიდება. კერძოდ,

  • ირანი - 424.57 ტონა/101 370 დოლარი;
  • აზერბაიჯანი - 120.33 ტონა/648 940 დოლარი;
  • რუსეთი - 86.57 ტონა/ 295 320 დოლარი;
  • სომხეთი - 72.23 ტონა/ 364 300 დოლარი;
  • ერაყი - 25 ტონა/ 6 380 დოლარი.

ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არაა 2023 წლის მონაცემები, არსებული სტატისტიკა კი აჩვენებს, რომ 2021-2022 წლებში სიმინდის ადგილობრივი წარმოება კლების ტენდენციის ხასიათდებოდა. 2022 წელს ქვეყანამ 149.5 ათასი ტონა სიმინდი აწარმოვა, რაც წლის ჭრილში 36%-იანი კლებაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები