მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში სრულად აცრილია მოზრდილი მოსახლეობის 13.8% - NCDC

612debf30de85
თამთა ჯიჯავაძე
31.08.21 16:48
399
31 აგვისტოს მონაცემებით საქართველოში სულ ჩატარებულია 1 184 306 აცრა. მათ შორის, ერთი დოზით აცრილია 790 542 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 27.7%-ს შეადგენს. ხოლო სრულად აცრილია 393 764 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 13.8%.

უახლეს მონაცემებს NCDC აქვეყნებს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მხოლოდ გუშინ, 30 აგვისტოს 25 670 ადამიანი აიცრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები