შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში ტექნიკური ინსპექტირების გაუვლელი ავტომობილების სხვა პირის მიერ მართვის ან ექსპლუატაციაში გადაცემის 162 834 შემთხვევა გამოვლინდა. მათგან 151 741 შემთხვევა ფიზიკურ პირებზე მოდის, 11 093 კი - იურიდიულ პირებზე.
ფიზიკურ პირებს შორის ყველაზე მეტი დარღვევა - 57 217 შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა. რეგიონებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იმერეთსა (17 653) და აჭარაშია (17 197).
ამასთან, სტატისტიკაში ასახულია უკვე დაჯარიმებული პირების მიერ იგივე დარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევებიც. 2026 წლის პირველ ცხრა თვეში ფიზიკურ პირებში 44 191 მსგავსი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო იურიდიულ პირებში - 2 671.
























