მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ ბაკურაძის აზრით, საქართველოში წერტილი უნდა დაესვას უიმედობას.
"უნდა ვიყოთ უფრო ოპტიმისტურად განწყობილი. რა თქმა უნდა, ბევრი შრომაა საჭირო, მაგრამ თუ ვირწმუნებთ საკუთარი ძალების, აუცილებლად გამოგვივა. საქართველოში წერტილი უნდა დაესვას უიმედობას და წუწუნს“, - განაცხადა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ არჩილ ბაკურაძემ.
რა სჭირდება საქართველოს განვითარებისთვის? – „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ფიქრობს, მნიშვნელოვანია, თანამედროვე მსოფლიოში ჩვენი ადგილი ვიპოვოთ.
„განვითარებისთვის გვჭირდება უფრო მეტად დავიჯეროთ საკუთარი ძალების. გვაქვს არაჩვეულებრივი ისტორია, არამატრიალური აქტივებით გამორჩეული ერი ვართ და ის ნიჭი, რომელიც გვაქვს, შეუძლებელია, არ შეამჩნიონ და არ დააფასონ. თუ თანამედროვე სამყაროში ვიპოვით საკუთარ მისიას, მით უფრო წარმატებულები ვიქნებით. ამის ნიშნები უკვე გამოჩნდა - ქვეყანა ძალიან უყვართ, სტუმარმასპინძლობის სექტორი ვითარდება, ტექნოლოგიები და ფინანსური სექტორებიც ვითარდება“, - აღნიშნა არჩილ ბაკურაძემ.