მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში წარმოებული ავეჯი გაძვირდა - რა არის მიზეზი? 

6323222d3deac
ლიკა გურაბანიძე
18.09.22 20:00
703

აქართველოში წარმოებული ავეჯი გაძვირდა. ამის მიზეზი, იმპორტირებულ ნედლეულზე ფასების ზრდა და რუსეთ-უკრაინის ომია.

ქართული ავეჯის კლასტერის გამგეობის თავმჯდომარე ბესიკ ვერძეული BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ 2022 წლის თებერვალში დაწყებულმა რუსეთ-უკრაინის ომმა, ისევე როგორც ყველა სხვა ბიზნესში, ავეჯის წამროებაშიც საერთო სურათი შეცვალა - ნედლეულის იმპორტი შეიზღუდა.


“ნედლეულის იმპორტის შეზღუდვის პარალელურად, ადგილობრივ მწარმოებლებს ავეჯზე ფასების 20-25%-ით  გაზრდა მოუწიათ. რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად შეფერხება ჩვენთვის ხის მასალის მომწოდებელ მთავარ იმპორტიორ თურქეთის ბაზარზეც იყო. თურქეთის მთავრობამ მაშინ გადაწყვიტა, რომ ავეჯის დასამზადებელი ნედლეულის გარკვეული სახეობების ექსპორტი შეეზღუდა, რამაც ბუნებრივია ჩვენს ბაზარზე გავლენა იქონია.” - განმარტა ვერძეულმა.

კომპანია “ჰოუმმეიდის” წარმომადგენელი მარიამ  ქავთარაძე განმარტავს, რომ ფასების ზრდის მიუხედავად ავეჯის ბაზარზე მოთხოვნა მაინც სტაბილურადაა და ამას მომხმარებლების შემცირება არ გამოუწვევია.


“ნედლეულზე ფასები გაზრდილია, როგორც ხეზე ასევე საჭირო კონსტრუქციაზე. შედეგად ფასები ჩვენც დავაკორექტირეთ, თუ ამ დრომდე მაღაზიაში ხის სკამების ფასი  300 ლარი იყო, მისი ღირებულება ახლა 450 ლარია. პანდემიის შემდეგ ჰოუმმეიდში მომხმარებლების კატეგორიაც შეიცვალა მაგალითად, სასტუმროების მხრიდან მოთხოვნა განახევრდა და ფიზიკური პირებისგან გაიზარდა.” - აღნიშნა მან.


ასევე ქართული წარმოების, “შნოს” დამფუძნებელი გივი ნიორაძე ამბობს, რომ მას იმპორტირებული ნედლეული 80%-ით გაუძვირდა, შედეგად ადგილობრივ ბაზარზე ფასის შენარჩუნება გართულდა.

“კომპანიაში ფასების კორექტირება 50%-ით მოხდა. თუმცა, ქართულ ავეჯზე მყიდველების მხრიდან მოთხოვნა მაინც გაზრდილია ეს კი მზა ავეჯის იმპორტის შეფერხებამ გამოიწვია.” - აღნიშნა ნიორაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები