თქვენ იამაყეთ, რომ ლარი გამყარდა 45%-იანი აპრილის ეკონომიკის ზრდის გამოო, მსოფლიოში მაჩვენეთ ერთი ქვეყანა, სადაც აპრილში ეკონომიკა 45%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ რომან გოცირიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სტატისტიკის სამსახური იტყუება.
„გადაშალეთ ქართული Forbes-ი, და ნახეთ ორი თვის წინანდელი წერილი სათაურით „რატომ გვატყუებს სტატისტიკა“. არასწორად დათვალეთ ინფლაცია, თქვენ ახლა ბრძანეთ, რომ 550 მლნ ლარის სუბსიდია განახორციელეთ კომუნალური ხარჯების დასაფინანსებლად, ანუ 1 მლნ აბონენტს გადაუხადეს გაზის, შუქის და დასაუფთავების გადასახადი. პანდემიის დასაწყიში, მარტი-აპრილი-მაისში და ოქტომბერი-ნოემბერი-დეკემბერში.
რა გააკეთა იცით სტატისტიკის სამსახურმა? ეს ვინაიდან მთავრობამ დაფარა, სტატისტიკის სამსახურმა თქვა, რომ ენერგეტიკის სექტორში ფასები 20-27%-ით შემცირდაო, და ინფლაცია ამის გამო არის დაბალიო. თუმცა, ეს თქვა ნოემბერში. ახლა ვსვამ კითხვას, იგივე სუბსიდირება რაც ზაფხულში განხორციელდა, რატომ არ გამოიყენა ინფლაციის დათვლისას? ვის გაუგია ორმაგი სტანდარტი? სუბსიდირების ნახევარი ასახო ინფლაციაში და მეორე ნახევარი არ ასახო. ამან გამოიწვია ინფლაციის არასწორი მაჩვენებელი, დაბალი ინფლაცია“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.




























