საქსტატის ანგარიშის მიხედვით, იანვარ-მარტში საქართველოს ეკონომიკის ზომამ მიმდინარე ფასებში 11.27 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.2 მილიარდი ლარით მეტია, თუმცა მაღალი ინფლაციის გამო მშპ-ის დეფლატორი 6.8%-ს შეადგენდა, რის გამოც რეალურ მაჩვენებლებში (მუდმივ ფასებში) ქვეყნის ეკონომიკა წინა წელთან შედარებით 4.5%-ით შემცირდა.
საქსტატის მიხედვით, პირველ კვარტალში ყველაზე დიდი - მინუს 54%-იანი ვარდნა სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში დაფიქსირდა. დოკუმენტის მიხედვით, სამთომოპოვებით სექტორში პირიქით 50%-იანი გააქტიურება აღინიშნება.
ეკონომიკის სექტორების მოცულობა პირველი კვარტლის მდგომარეობით და მათი ეკონომიკური ზრდები ასე ნაწილდება:
● საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი - 1.47 მილიარდი ლარი, ზრდა წინა წელთან 3.90% ● უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები - 1.16 მილიარდი ლარი, კლება წინა წელთან -6.40%
● დამამუშავებელი მრეწველობა - 1.01 მილიარდი ლარი, კლება წინა წელთან -2.60%
● სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა - 821.4 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 1.80%
● მშენებლობა - 677.7 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან -19.40%
● სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა - 656.2 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 3.40%
● საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 611.2 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 24.00%
● ტრანსპორტი და დასაწყობება - 578.8 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან -9.00%
● ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები - 543.2 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 13.30%
● განათლება - 475.4 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან -5.60%
● ინფორმაცია და კომუნიკაცია - 360.1 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 16.80%
● ენერგეტიკა - 304.8 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან -9.80%
● ხელოვნება, გართობა და დასვენება - 300.2 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან -25.40%
● პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 227.2 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან -0.20%
● სამთომოპოვებითი მრეწველობა - 207.4 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 50.30%
● სასტუმროები და რესტორნები - 187.9 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან -54.00%
● წყალმომარაგება; კანალიზაცია; ნარჩენების მართვა - 87.3 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 28.80%
● ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები - 85.2 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან -34.00%
● სხვა სახის მომსახურება - 61.6 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან -36.50%
● შინამეურნეობების, როგორც დამქირავებლის, საქმიანობები - 18 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 60.70%